“კვარაცხელიას პსჟ-სკენ სანიოლი უბიძგებს” – იტალიელი აგენტი

დღეს “კორიერე დელო სპორტმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნილი პსჟ “ნაპოლის” შემტევებით, თი და ვიქტორ ოსიმენით გაძლიერებას აპირებს. spazionapoli ირწმუნება, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კვარაცხელიას ოსიმენზე ძვირად, ანუ 130 მილიონ ევროზე მეტად დაუფასებს.
აღნიშნულ საკითხზე საფეხბურთო აგენტმა ბრუნო სატინიმ (ჩელსიში კალიდუ კულიბალის ტრანსფერი მან გაჩარხა) რადიო Kiss Kiss-ის ეთერში გადაცემა Goal-ში ისაუბრა და აგრეთვე კომენტარი იმაზე გააკეთა, რომ არაა გამორიცხული, “ნაპოლის” სათავეში “მილანის” ამჟამინდელი მწვრთნელი სტეფანო პიოლი ჩაუდგეს:
“კვარაცხელია პსჟ-ში? მე ეს გამაკვირვებს, ეს ინფორმაცია
არასოდეს არ მსმენია. შესაძლოა, სწორედ სანიოლი უბიძგებს პსჟ-სკენ, ვინაიდან ფრანგია, მაგრამ მე ამის არ მჯერა.
პიოლი? მისი მომავლის შესახებ არაფერი არ ვიცი, მაგრამ თუ “ნაპოლის” წარმატებული ციკლის დაწყება უნდა, კარგი გადაწყვეტილება იქნება. ვფიქრობ, მას სხვა შეთავაზებებიც ექნება და თავად უნდა გადაწყვიტოს. ვიცი, საზღვარგარეთული კლუბები ხშირად იწვევდნენ”.