კონფერენს ლიგა. 1/2-ფინალი: “ფიორენტინა” ისევ ფინალში ითამაშებს

კონფერენს ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „ფიორენტინამ“ სტუმრად „ბრიუგესთან“ ფრეს მიაღწია (1:1), ორი შეხვედრის ჯამში 4:3 გაიმარჯვა და ზედიზედ მეორედ გავიდა ფინალში.
მეორე ფინალისტი ხვალ „ოლიმპიაკოსისა“ და „ასტონ ვილას“ დაპირისპირებაში გაირკვევა.
ბრიუგე – ფიორენტინა 1:1
გოლები: 1:0 დე კეიპერი (20), 1:1 ბელტრანი (85, პენ)