დავითაშვილის სუპერგოლი – ქართველმა ზედიზედ მეხუთე მატჩში გამოიჩინა თავი [VIDEO]

ლიგა 2-ის 34-ე ტურში „ბორდომ“ საკუთარ მოედანზე „დიუნკერკი“ 2:0 დაამარცხა.
მასპინძლები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, უკვე ტრადიციულად მათ რიგებში გამორჩეული ზურიკო დავითაშვილი იყო, რომელიც პარტნიორებს მახვილგონივრული პასებით ამარაგებდა და პირველი რეალური სახიფათი მომენტი შექმნა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარე კონემ მოიგერია. ჟირონდული გუნდი 38-ე წუთზე ვიპოტნიკმა დააწინაურა.
შესვენების შემდეგ დავითაშვილი მცველს გასცდა, მეკარეს ბურთი თავზე კოხტად გადაუგდო, თქვენი მოწონებული გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ზურიკომ ზედიზედ მეხუთე მატჩში გამოიჩინა საგოლე მოქმედებით თავი. მის ანგარიშზე 33 მატჩში 6
გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა, მისი გარჯა კი Sofascore-მ და Flashscore-მ 7.6 ქულით შეაფასეს.
„ბორდო“ 44 ქულით მე-14 ადგილზეა და 27 აპრილს გასვლაზე „ლავალს“ დაუპირისპირდება.
ბორდო – დიუნკერკი 2:0
გოლები: 1:0 ვიპოტნიკი (38), 2:0 დავითაშვილი (46)