დავა უზენაეს სასამართლოში – ტრამპი კოლორადოს საარჩევნო ბიულეტენზე

ამერიკის უზენაესი სასამართლო ხუთშაბათს კოლორადოს შტატში საარჩევნო ბიულეტენზე ს დარჩენა-არდარჩენის საქმეს განიხილავს. ანალიტიკოსენი მიიჩნევენ, რომ ეს საქმე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტისთვის, არამედ – თავად ამერიკული მართლმსაჯულებისთვისაც.
8 თებერვალს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დონალდ ტრამპის სააპელაციო საჩივარზე არგუმენტებს მოისმენენ. საუბარია კოლორადოს შტატის უზენაესი სასამართლოს მიერ 19 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამბობს, რომ ამერიკის 45-ე პრეზიდენტი რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო პრაიმერის კენჭისყრიდან დისკვალიფიცირებული უნდა იყოს. კოლორადოს უზენაესი სასამართლოს შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ეფუძნება შეერთებული შტატების კონსტიტუციის მე-14 შესწორებას, “აჯანყებაში მონაწილეობის” შესახებ. დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეში საუბარია 2021 წლის 6 იანვრის მოვლენებზე, როცა მისი მხარდამჭერები, თავს დაესხნენ კაპიტოლიუმს.
რა მნიშვნელობა აქვს ამ საქმეს ტრამპისთვის და სასამართლოსთვის?
დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიის ნომინაციისათვის ბრძოლაში მოწინავე პოზიციაზეა. თუ პრაიმერებისა და პარტიის ყრილობის შედეგად, პარტიის ნომინაციას მოიპოვებს, პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდება და 5 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნებზე, მოქმედი, დემოკრატის პრეზიდენტის, ს კონკურენტი იქნება.
შეერთებული შტატების კონსტიტუციის მე-14 შესწორებაზე დაფუძნებით, რამდენიმე შტატის სასამართლოში წამოწყებული დავები დონალდ ტრამპს წინასაარჩევნო მარათონში გამოწვევებს უქმნის. მისთვის მნიშვნელოვანია, ყველა ეს გამოწვევა გადალახოს იმისთვის, რომ მისი სახელი 50-ივე შტატის საარჩევნო ბიულეტენზე იყოს. კენჭისყრაში მონაწილეობა მას ასევე აუკრძალა მეინის შტატმა. კოლორადოს საქმეზე კი გადაწყვეტილება შეჩერებულია უმაღლესი ინსტაციის – უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში.
თავად უზენაესი სასამართლოსთვის, ეს საქმე, ახალ სამართლებრივ კითხვებს წარმოქმნის. სასამართლოში მოსამართლეთა კონსერვატიული უმრავლესობაა – 6-3 ხმა, რომელთაგან სამი მოსამართლე, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას მის მიერაა წარდგენილი.
მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ თუ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, მკაცრად იდეოლოგიურ საფუძვლებზე იქნება მიღებული, არსებობს რისკი, რომ ეს პარტიულ მიკერძოებად აღიქვან. უზენაეს სასამართლოს საპრეზიდენტო რბოლაში ამდენად მნიშვნელოვანი როლი 2000 წლის შემდეგ არ შეუსრულებია. მაშინ, უზენაესმა სასამართლომ, რესპუბლიკელი ჯორჯ ბუშ უმცროსისა და დემოკრატ ალ გორის დავაზე, გადაწყვეტილება ს სასარგებლოდ მიიღო.
რა კონსტიტუციურ დებულებაზეა საუბარი?
კოლორადოში 4-მა რესპუბლიკელმა და 2-მა დამოუკიდებელმა ამომრჩეველმა კონსტიტუციის მე-14 შესწორების მე-3 ნაწილზე დაფუძნებით, შტატის საარჩევნო ბიულეტენიდან ტრამპის მოხსნის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა. კონსტიტუციის ეს შესწორება, კრძალავს თანამდებობიდან ნებისმიერ „-ის ოფიცერს“, რომელმაც დადო ფიცი „რომ მხარს დაუჭერს ამერიკის კონსტიტუციას“ და შემდეგ „ჩაერთო აჯანყებაში ან ამბოხებაში იმავეს წინააღმდეგ, ან დაეხმარა მტრებს.“ კონსტიტუციაში შესწორება 1861-1865 წლებში სამოქალაქო ომის შემდეგ შევიდა, როდესაც სამხრეთის შტატები, სადაც მონობა დაშვებული იყო, შეერთებული შტატების მთავრობის წინააღმდეგ აჯანყდნენ.
რას ამბობს კოლორადოს უზენაესი სასამართლო?
კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2021 წლის 6 იანვარს, დონალდ ტრამპმა თავისი ქმედებებით, მონაწილეობა მიიღო ამბოხებაში. ქმედებებში სასამართლო ასახელებს არჩევნების გაყალბების შესახებ დონალდ ტრამპის ცრუ მტკიცებებს და 6 იანვარს საკუთარი მხარდამჭერებისთვის მოწოდებას, მსვლელობით წასულიყვნენ კაპიტოლიუმისკენ და „ჯოჯოხეთურად ებრძოლათ“. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ტრამპი დაეხმარა „აჯანყებულთა საერთო უკანონო მიზანს, ხელი შეეშალათ ამ ქვეყანაში ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემისთვის.“
რა არგუმენტები აქვს ტრამპს?
ამერიკის 45-ე პრეზიდენტის ადვოკატები, ერთ-ერთი მთავარი არგუმენტით ცდილობენ დაამტკიცონ, რომ დონალდ ტრამპის საქმე არ ექვემდებარება კონსტიტუციის 14-ე შესწორების მე-3 ნაწილს, რადგან „პრეზიდენტი არ არის აშშ-ის ოფიცერი“.
ტრამპის უფლებადამცველები აცხადებენ, რომ „აშშ-ის ოფიცერში“ მოიაზრება პოზიცია, რომელზეც როგორც წესი, ადამიანები პრეზიდენტის მიერ არიან დანიშნულნი, ან ანგარიშვალდებულნი არიან პრეზიდენტის წინაშე. ისინი ასევე ამტკიცებენ, რომ სასამართლოს არ შეუძლია აღასრულოს შესწორების მე-3 ნაწილი კონგრესის შესაბამისი კანონმდებლობის გარეშე. ამასთან, ამბობენ, რომ ეს ფორმულირება პირებს თანამდებობის დაკავებას უკრძალავს, მაგრამ არა – კენჭისყრას თანამდებობის დასაკავებლად. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, დონალდ ტრამპს, აჯანყებაში მონაწილეობა არ მიუღია.
რა არგუმენტები აქვთ მოსარჩელეებს?
მოსარჩელეებს ხელმძღვანელობს 91 წლის ნორმა ანდერსონი, ხანგრძლივი დროის განმავლობაში რესპუბლიკელი და კოლორადოს შტატის ყოფილი კანონმდებელი. ისინი ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტი აშკარად არის „აშშ-ის ოფიცერი“, რადგან ”უაზრო იქნებოდა მე-3 ნაწილის წაკითხვა ყველა ფიცის დამრღვევი მეამბოხის დისკვალიფიკაციად, გარდა იმ პირისა, ვინც ქვეყანაში უმაღლეს თანამდებობას იკავებს.” მისმა გუნდმა ასევე განაცხადა, რომ კონსტიტუციის მე-14 შესწორების მე-3 ნაწილი შეიძლება განხორციელდეს შტატების მიერ, ფედერალური კანონმდებლობის გარეშე.
როგორ განიხილავენ მოსამართლეები საქმეს?
ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ როდესაც მოსამართლეებმა ტრამპის საჩივრის დაჩქარებული განხილვა გადაწყვიტეს – სააპელაციო სარჩელის შეტანიდან ორ დღეში – მათ არ გადახედეს საქმეში არსებულ ბევრ იურიდიულ საკითხს. გაურკვეველი რჩება, რაზე შეიძლება მათ ყურადღება გაამახვილონ ზეპირი მოსმენის დროს, მაგრამ მათმა კითხვებმა შეიძლება მიუთითოს იმაზე, თუ როგორ გადაწყვეტენ ისინი დავას.
კოლორადოს საპრეზიდენტო პრაიმერი, ცნობილი როგორც „სუპერ სამშაბათი“, 5 მარტს არის დანიშნული. შესაბამისად, მოსამართლეებმა გადაწყვეტილება შესაძლოა შედარებით სწრაფად მიიღონ.

ასევე დაგაინტერესებთ