არქივი20 აპრილი, 2026, 10:50
გუბაზ სანიკიძე პოლიტიკიდან წავიდა
მე პოლიტიკას დავანებე თავი. გადავწყვიტე და ასე მგონია, რომ უკეთესი სარგებლის მოტანა შემიძლია, რაც დავიწყე გიორგი თარგამაძესთან ერთად / ისტორიული თემატიკის გადაცემა “მოგზაურობა წარსულში” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ ვიკა ბუკიას გადაცემაში, იუთუბ პლატფორმა “მისმინე”- ში სტუმრობისას.
წამყვანის კითხვაზე, თუ რას ფიქრობს ოპოზიციის ახალ ალიანსზე, სანიკიძემ თქვა, რომ არ არის ინფორმირებული და არ აინტერესებს.
“ჩავეხსენი, მართლა არ მაინტერესებს, მე იქ აღარ აღმოვჩნდები, იმიტომ რომ პოლიტიკას დავანებე თავი”– განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.