გიორგი ჯანელიძე: გინდა მიიღონ, გინდა არა, მაინც დამაზიანებელია ხელისუფლებისთვის
"პირველი რეაქცია უკვე იყო და მე მგონი, ყველა შემდეგ მოსმენაზე, რეაქცია გაიზრდება. გინდა მიიღონ, გინდა არა, მაინც დამაზიანებელია ხელისუფლებისთვის. მიიღებენ, საქართველოს ნახევარი და გარედან ყველა ნორმალური იტყვის, რომ ეს არის ცუდი, მინიმუმ და შეიძლება სანქციებიც მოაყოლონ. არ მიიღებენ და ავტოგოლია რა, საკუთარ ფეხში გასროლაა, რად უნდათ, მეორედაც რომ ვერ მიიღონ ისეთი კანონის გამოგორება. ამიტომ მგონია, რომ რაღაც უფრო დიდ უბედურებას ირიდებენ ამით" - ამბობს გიორგი ჯანელიძე "ქართული ოცნების" მიერ ხელახლა ინიცირებულ "უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების" შესახებ კანონზე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.