გილოცავთ, საქართველო უკვე ევროპაშია – სალომე ზურაბიშვილი

გილოცავთ, საქართველო უკვე ევროპაშია –
„გილოცავთ, საქართველო უკვე ევროპაშია!“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა. დაძაბულ მატჩში საბოლოოდ გამარჯვება საქართველოს დარჩა. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა: საქართველოს ნაკრებმა 4 პენალტი გაიტანა, ხოლო ბერძნებმა მხოლოდ 2 პენალტის გატანა შეძლეს. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივლისს ჩაატარებს.