გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ – რუსთავში მომხდარის ახალი დეტალები

გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ – რუსთავში მომხდარის შესახებ “მთავარ არხთან” იმ სკოლის დირექტორი საუბრობს, სადაც 12 წლამდე ბავშვი სწავლობს. ამბობს, რომ შემთხვევის შესახებ კლასის დამრიგებელმა მოზარდის მშობლისგან გაიგო. საქმე ეხება სექსუალურ შევიწროებას, რა დროსაც 40 წლამდე კაცი მეზობელ ბავშვს სახლში ეპატიჟებოდა და მის მიმართ გარყვნილ ქმედებას ახორციელებდა.
ამ ფაქტის შესახებ გავიგეთ მომხდარიდან მეორე დღეს, როცა მოსწავლე არ გამოცხადდა სკოლაში. დამრიგებელმა დარეკა მშობლებთან, მოიკითხა ბავშვი და მშობელმა უამბო ამ ფაქტის შესახებ. რაზეც მყისიერი რეაგირება მოვახდინეთ. იმ წუთშივე გავიგეთ, რომ პოლიცია საქმის კურსში იყო. დაკავებული იყო ეს პიროვნება. მშობელი დავიბარეთ, გავესაუბრეთ, კანონით გათვალისწინებული ყველა ნაბიჯები გადავდგით, ჩავრთეთ მანდატურის სამსახური და შევთავაზეთ ბავშვს ფსიქოლოგის დახმარება… [მშობელმა როგორ გაიგო ამ ფაქტის შესახებ?] ბავშვისგან, რა თქმა უნდა, ბავშვმა უამბო ყველაფერი. მშომელმა როგორც კი გაიგო, ჩვენი ინფორმაციით, მყისიერად პოლიციას შეატყობინა. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზეც ყოფილა ასეთი შემთხვევა…, – ამბობს სკოლის დირექტორი.

ასევე დაგაინტერესებთ