გამოკითხულთა 97% ინტერნეტს ონლაინ შოპინგისთვის არ იყენებს - CRRC
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველო) „კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ყოველ დღე ინტერნეტს გამოკითხულთა 76% იყენებს, კვირაში ერთხელ მაინც - 5%, 14% საერთოდ არ სარგებლობს ინტერნეტით.
ინტერნეტს ინფორმაციის საძიებოდ იყენებს (Google, Wikipedia) გამოკითხულთა 31%, არ იყენებს - 68%, ონლაინ შოპინგისთვის - 2% (97% არ სარგებლობს ონლაინ შოპინგით).
ონლაინ თამაშებისთვის ინტერნეტს იყენებს - 1%, რაც შეეხება აზარტულ თამაშებს, 99% აცხადებს, რომ არ იყენებს ინტერნეტს საამისოდ, 1%-მა კი თავი შეიკავა ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან.
კვლევის ფარგლებში 1 509 რესპონდენტი გამოიკითხა. საველე სამუშაოები კი 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე მიმდინარეობდა. მაქსიმალური ცდომილების ზღვარი 3%-მდე მერყეობს. შედეგები მთელი ქვეყნის, ასევე დედაქალაქის, სხვა ქალაქებისა და სოფლის ტიპის დასახლებების წარმომადგენლობითია და არ მოიცავს ოკუპირებული ტერიტორიებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.