ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გამოკითხულთა 88% სოციალური ქსელებიდან Facebook-ს იყენებს - სოც-ქსელების რეიტინგი

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველო) „კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულ 88% სოციალური ქსელებიდან Facebook-ს იყენებს; 9% - საერთოდ არ სარგებლობს Facebook-ით.
Instagram-ს გამოკითხულთა 34% იყენებს, 63% - არ იყენებს, 3%-ს არ აქვს პასუხი;
X-ს, იყენებს - 4%, 93% - არ იყენებს, 3%-ს არ აქვს პასუხი;
Youtube - იყენებს - 60%, 37 - არ იყენებს, 3%-ს არ აქვს პასუხი;
Tiktok - იყენებს - 34%, 64 - არ იყენებს, 3%-ს არ აქვს პასუხი;
Vkontakte-ს, იყენებს - 3%, 94% - არ იყენებს, 3%-ს არ აქვს პასუხი;
Odnoklassniki-ს იყენებს - 2%, 96% - არ იყენებს, 3%-ს არ აქვს პასუხი.
კვლევის ფარგლებში 1 509 რესპონდენტი გამოიკითხა. საველე სამუშაოები კი 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე მიმდინარეობდა. მაქსიმალური ცდომილების ზღვარი 3%-მდე მერყეობს. შედეგები მთელი ქვეყნის, ასევე დედაქალაქის, სხვა ქალაქებისა და სოფლის ტიპის დასახლებების წარმომადგენლობითია და არ მოიცავს ოკუპირებული ტერიტორიებს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.