ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, გამიშვეს, იმიტომ რომ არასდროს ვყოფილვარ ბრმა უსამართლობის მიმართ” – რას წერს თბილისის მერიის თანამშრომელი

,, გამიშვეს, იმიტომ რომ არასდროს ვყოფილვარ ბრმა უსამართლობის მიმართ” – რას წერს თბილისის მერიის თანამშრომელი

სოციალურ ქსელში თბილისის მერიის თანამშრომელი, მარიამ კანდელაკი წერს:
“გამათავისულფლეს დაკავებული თანამდებობიდან. 4 შვილის დედა რომლის ერთადერთი შემოსავალი ხელფასი იყო. რა უნდა დაწერო ადამიანმა, როცა არაფერი ადამიანური აღარ დარჩა ამ ქვეყანაში. 8 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც ვიმუშავე 4 სხვადასხვა სერვისცენტრში აღმოჩნდა, რომ შტატი შემიმცირეს. გამაკვირვა თუ არა ამ ფაქტმა. რა თქმა უნდა არა. რატო გამიშვეს?! გამიშვეს იმიტომ რომ არასდროს ვყოფილვარ ბრმა უსამართლობის მიმართ. არასდროს ყოფილა სხვისი ჭირი ჩემთვის ჩხირი. გამიშვეს კონსტიტუციის 78 მუხლის დაცვის მოთხოვნისთვის. გამიშვეს ქვეყნის სიყვარულისთვის. გამიშვეს ჩემი შვილების ნათელი მომავლისთვის. გამიშვეს იმისთვის რომ უკეთესი საქართველოსთვის ვიბრძვი გავიმარჯვებთ სახელოვნად!!!ბოლომდე ვიბრძოლებ ამ ქვეყნის გადასარჩენად. ვერ მაიძულებ გაჩერებას არ დავიღლები ამ ბრძოლაში. მიყვარხართ, ყველა”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.