არქივი9 აგვისტო, 2024, 23:00
ბრაზილიაში, საო პაულოს გარეუბანში, სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
ბრაზილიაში, საო პაულოს გარეუბანში, სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფისას ბორტზე 62 ადამიანი იმყოფებოდა, საიდანაც 58 მგზავრი, 4 კი ეკიპაჟის წევრია. ინფორმაციას ბრაზილიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ ATR-72-მა სიგნალი 13:30 საათზე დაკარგა.
ამ დროისთვის, დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მედია წერს, რომ შემთხვევის ადგილას დიდი დაკვამლიანება და ცეცხლია.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.