ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთში ბომბდამშენი ტუ-22მ3 ჩამოვარდა

რუსეთში სტრატეგიული ბომბდამშენი ტუ-22 ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, ტუ-22მ3 სტრატეგიული ბომბდამშენი ირკუტსკის რეგიონში გეგმური ფრენის შესრულებისას ჩამოვარდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეკიპაჟმა კატაპულტირება მოასწრო, ხოლო თვითმფრინავი უკაცრიელ ადგილას ჩამოვარდა.
წინასწარი ინფორმაციით, ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.
ცნობისთვის, 2023 წლის აგვისტოში უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთს 30-ზე ნაკლები ტუ-22 ბომბდამშენი დარჩა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.