ბექა ოდიშარიას განცხადებით, ოპოზიციის სავარაუდო ჩრდილოვანი კაბინეტი „მონსტრების კორპორაციაა“

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ს განცხადებით, ოპოზიციის სავარაუდო ჩრდილოვანი კაბინეტი „მონსტრების კორპორაციაა“. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ გვაქვს 60%-იანი რეიტინგი, ან რაში გვჭირდება „ნაციონალური მოძრაობა“ ან ერთხელ და სამუდამოდ რატომ უნდა დავიმარხოთ თავი ისე, როგორც ეს ადამიანები იმარხავენ თავს, „ნაციონალურ მოძრაობასთან” მჭიდრო ურთიერთობით და თანამშრომლობით. სამწუხაროდ, ცდილობს, რომ ნოყიერი, ამავე დროს შეფარული ნიადაგი შეუქმნას „ნაციონალურ მოძრაობას“ რევანშისთვის. მათი ჩრდილოვანი კაბინეტი – გადახედეთ რა, მონსტრების კორპორაციაა. ყველა ვინც კი შურისძიების სურვილით შეპყრობილია, იმ თანამდებობას ირჩევს, საიდანაც შურისძიება გაუადვილდება. თუ 60% ვერ ავიღეთ, სხვა პარტიები შემოვლენ.
„ხალხის ძალასთან” წარმომიდგენია [კოალიცია], ისინი ჩვენი პარტნიორები არიან. შეიძლება ნორმალური ოპოზიციური პარტიები შემოვიდნენ, კონკრეტულად ვერავის დავასახელებ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის პოსტზე ს განიხილავს. შინაგან საქმეთა მინისტრად დიმიტრი შაშკინს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ს, საგარეო საქმეთა მინისტრად ან განიხილება, თავდაცვის მინისტრად , ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე – .

ასევე დაგაინტერესებთ