ბექა ლილუაშვილი – „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ტყუილებშია ჩაკარგული – დარწმუნებული ვარ, დღესაც ტყუილებში ჩაკარგულ განცხადებებს მოვისმენთ

„ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ტყუილებშია ჩაკარგული. დარწმუნებული ვარ, დღესაც ტყუილებში ჩაკარგულ განცხადებებს მოვისმენთ, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, „ვერ ნახავდა უკეთეს განსახიერებას იმისა, თუ რა დარჩა 2012 წლის “ოცნებიდან”, ვიდრე ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ა“.
„ეს არის პრაქტიკულად, მთლიანად პარტია, პოლიტიკური ძალა, რომელიც ტყუილებშია ჩაკარგული. დარწმუნებული ვარ, დღესაც ტყუილებში ჩაკარგულ განცხადებებს მოვისმენთ. რაც შეეხება კითხვას – ჩვენი მთავარი ამოცანა და საკითხი არის, საზოგადოებას ვაჩვენოთ მათ შორის, კობახიძის რეალური სახე და ვკითხოთ ერთი ნაბიჯი, პოლიტიკური სვლა, ან მისი სიტყვის ერთგულების ერთი გამოხატულება და ფასი, რის გამოც მან დაიმსახურა საზოგადოების ნდობა. მე ჩამოვთვლი 10 მიზეზს მაგალითად, რის გამოც არ დაუმსახურებია,” – განაცხადა ლილუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ