ბაჩო დოლიძე – არასწორი პოლიტიკის კეთებამ მოიტანა ის რეზულტატი რომ დღეს, კობახიძე თბილისშია და არა მიუნხენში

არასწორი პოლიტიკის კეთებამ მოიტანა ის რეზულტატი რომ დღეს, თბილისშია და არა მიუნხენში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა ბაჩო დოლიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.
როგორც დოლიძე განმარტავს, პრემიერ-მინისტრისთვის, ირაკლი კობახიძისთვის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დასწრება დისკომფორტი იქნებოდა.
მისივე თქმით, მიზეზი, რაც პრემიერის არ გამგზავრებასთან დაკავშირებით გავრცელდა, „ცოტა ტყუილია“.
„ვფიქრობ, ალბათ, ცოტას იტყუებიან და ცოტას თამაშობენ. მსგავსი ტიპის ღონისძიებაზე, სადაც როგორც ევროკავშირის, ასევე მთელი მსოფლიოს უმაღლესი რანგის წარმომადგენლები იკრიბებიან, მე მგონი, არავინ გაუშვებდა ხელიდან შესაძლებლობას, პირადად ჩასულიყო და პირადად ენახა ის სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მთავარი მოკავშირეები უნდა იყვნენ. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება, მათ შორის, თავდაცვის, კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე, მთავარი გამოწვევა ის კონფლიქტია, რომელიც რუსეთ-ს შორისაა და თითოეული ქვეყნის როლი, რა უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი მთავარი ამბავი შესაძლოა, სწორედ ეს იყოს, ბატონი კობახიძე საკმაოდ ცუდი რიტორიკით გამოირჩეოდა უკრაინის ხელისუფლების მიმართ და ზოგადად, დასავლეთთან მიმართებაში, სულ საუბრობდა – რა მოიგო დასავლეთმა, რა ხეირი ნახა იმით, რომ ეხმარებოდაო – ამ ტიპის კითხვების შემდეგ, ძალიან უხერხული იქნებოდა მისთვის, აბსოლუტურად მესმის ეს სიტუაცია, მათ შორის, პირადად ზელენსკის ნახვა, რადგან იცით, რომ იქ დიდი ალბათობით, უკრაინის პრეზიდენტიც იქნება. ვფიქრობ, კობახიძისთვის მსგავსი ფორმატის შეხვედრები ალბათ, დიდი დისკომფორტი იქნება. რა თქმა უნდა, დიდი ტყუილი იყო, რომ თურმე, ჯერ სხვა შეხვედრები აინტერესებს. წელიწადში ერთხელ იმართება ეს ფორუმი, ყველა მოუთმენლად ელოდება, უნიკალური შესაძლებლობაა, მაგრამ გასაგებია, რა პოლიტიკაც ეჭირა, მისთვის ძალიან არაკომფორტულია იქ ყოფნა და პირისპირ იმ ადამიანების ნახვა, რომელსაც ძალიან ცუდად აკრიტიკებდა მისთვის ძალიან ცუდ პოლიტიკურ დროს… არასწორი პოლიტიკის კეთებამ მოიტანა ის რეზულტატი, რომ დღეს, კობახიძე თბილისშია და არა მიუნხენში“, – განაცხადა დოლიძემ.
მან ასევე ისაუბრა ახალი პარტიის შექმნაზეც. როგორც დოლიძე აღნიშნავს, ახალი პარტიის შესახებ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
„მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ვერა და ვერ დასრულდა. ჩვენი ამოცანა შეერთება შეერთებისთვის არ არის, ჩვენი ამოცანაა, საბოლოო ჯამში, მივიღოთ ის, რომ 51% ოპოზიციის იყოს, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები უნდა წააგოს. რეზულტატზე ორიენტირებული გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები, არა პრაგმატულად, ეგოისტურად ჩვენთვის სასიკეთო, მოდი, ერთად ვიყოთ, რამდენიმე კაცს ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა ჰქონდესო, ეს ფიქრები არ გვაქვს – ვფიქრობთ, რა ჯობს, საერთო საქმისთვის. ამ მიმართულებით ვატარებთ კვლევებს, ერთად როგორ ვიქნებით, ცალ-ცალკე როგორ ვართ. ბევრ ადამიანთან ვლაპარაკობთ, მათ შორის, სთან იყო ლაპარაკი, ხატია დეკანოიძეა დასახელებული, ბევრი ადამიანია, რომელთანაც მიმდინარეობს საუბარი, ვისთან შეიძლება ერთად რაღაცის გაკეთება, ვისთან – გაერთიანება, ვისთან – უბრალოდ თანამშრომლობა. ცოტა გაიწელა ეს ამბავი, მაგრამ დღეების ამბავი მგონია, სულ რამდენიმე დღეში, ალბათ, მარტის თვეს არ უნდა გადასცდეს, უკვე საბოლოო კონფიგურაციაზე შევჯერდებით, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ“, – განაცხადა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ორბელიანების სასახლის წინ, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საზეიმო კონცერტი მიმდინარეობს – ღონისძიებაზე იმყოფებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები