ბანკები უცხოურ კომპანიებს მარტივად ეუბნებიან უარს ანგარიშის გახსნაზე – შორენა კოპალეიშვილი

„მეტ-ნაკლებად პრობლემატურად იკვეთება საბანკო სექტორთან ურთიერთობა“- „საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის“ თავმჯდომარე “რედაქტ2”-თან ინტერვიუში ბიუროკრატიულ ბარიერებზე საუბრისას ამბობს, რომ უცხოური კომპანიებისთვის, მათ შორის IT კომპანიებისთვის ერთ-ერთი პრობლემური საკითხი ბანკებთან ურთიერთობა და საბანკო ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებია.
„კომპანიების რეგისტრაცია ნაკლებად პრობლემატურია უცხოელი კომპანიებისთვის. მეტ-ნაკლებად პრობლემატურად იკვეთება საბანკო სექტორთან ურთიერთობა, თუმცა ეს მხოლოდ IT ინდუსტრიასთან მიმართებით არ არის. ბიზნესის შეხვედრებზე იკვეთება, რომ ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით არ არსებობს ერთიანი პოლიტიკა. დღეს ბანკს შეუძლია ყოველგვარი დასაბუთების გარეშე [უარის თქმა], მათ შიდა მოტივაცია ალბათ აქვთ, მაგრამ მარტივად ხდება უარის თქმა კომპანიისთვის ანგარიშის გახსნაზე.

ასევე დაგაინტერესებთ