თუ ბიზნესს ჰგონია, “ნაციონალური მოძრაობის” დროინდელი წნეხი არ დაბრუნდება, ცდება – პროფესორი

“თუ რომელიმე ბიზნესს ჰგონია, წნეხი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” დროს არსებობდა, არ დაბრუნდება, ძალიან ცდება”, – ამის შესახებ თინა სტამბოლიშვილმა “რუსული კანონის” შეფასებისას განაცხადა. როგორც GIPA-ს ასოცირებულმა პროფესორმა BMG-სთან აღნიშნა, ცივილიზებული ქვეყნების ინვესტორები საქართველოში შემოსვლაზე დაფიქრდებიან.