აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2025 ფისკალური წლისთვის საქართველოს საგარეო დახმარებისთვის 80 მილიონი დოლარის გამოყოფას ითხოვს

-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2025 ფისკალური წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს საგარეო დახმარება 80 მილიონი აშშ დოლარით არის განსაზღვრული.
„საქართველო (80 მილიონი აშშ დოლარი): მოთხოვნა საქართველოსთვის ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და გააძლიერებს მის მდგრადობას მავნე გავლენის წინააღმდეგ. დაფინანსება ხელს შეუწყობს ინსტიტუციური კონტროლისა და ბალანსის გაძლიერებას და კანონის უზენაესობას, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების წინსვლის მცდელობების მხარდაჭერას, გააუმჯობესებს დამოუკიდებელ, სანდო და დაბალანსებულ მედიაზე წვდომას, ხელს შეუწყობს პოლიტიკური პლურალიზმს, მხარი დაუჭერს შერიგების მცდელობებს, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, გაზრდის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას გაზრდა და სუფთა ენერგიის კუთხით წინსვლას, ხელს შეუწყობს ეკონომიკური განვითარებისა და დივერსიფიკაციის აუცილებელ რეფორმებს, გააძლიერებს კიბერუსაფრთხოებასა და მდგრადობას, გააფართოებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობას და დაეხმარება საქართველოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში. საზღვრების უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული ინიციატივები გააძლიერებს ინსტიტუციურ შესაძლებლობებს, საჯარო ანგარიშვალდებულებას, შიდა კონტროლსა და ზედამხედველობას და მთლიანობას მთელ მთავრობაში“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ბიუჯეტის პროექტი კონგრესს განსახილველად გუშინ გაეგზავნა.
ცნობისთვის, 2022, 2023 და 2024 ფისკალური წლების საბიუჯეტო მოთხოვნებში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესს საქართველოსთვის 88 მილიონი დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართავდა.

ასევე დაგაინტერესებთ