აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ღაზაში „ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ“ მოწოდებით გამოვიდა

შშ-ის ვიცე-პრეზიდენტი 3 მარტს გამოვიდა მოწოდებით, მიღებული იქნეს ექვსკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება ისრაელსა და ჰამასს (-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული) შორის ომში.
ამის შესახებ ჰარისმა განაცხადა აშშ-ში, ალაბამის შტატში, სელმაში, „სისხლიანი კვირის“ 59-ე წლისთავთან დაკავშირებულ თავყრილობაზე.
ჰარისმა ჰამასისგან მოითხოვა ექვსი კვირით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და გადაჭრით მოუწოდა ისრაელს, მეტი გააკეთოს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანისთვის. მისი თქმით, ღაზაში უდანაშაულო ადამიანები იტანჯებიან „ჰუმანიტარული კატასტროფის“ გამო.
დღემდე ეს იყო აშშ-ის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლის ყველაზე მკვეთრი კომენტარი ღაზაში არსებული ვითარების შესახებ.
ჰარისმა წარმოადგინა კონკრეტული საშუალებები, როგორ შეიძლება გაიზარდოს დახმარება, რომელიც შედის მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში, სადაც ასეულ ათასობით ადამიანი შიმშილობს ს ხუთთვიანი სამხედრო კამპანიის შედეგად.
„ტანჯვის უზარმაზარი მასშტაბების გათვალისწინებით, აუცილებელია, შეწყდეს ცეცხლი“ განაცხადა ჰარისმა სელმაში. „მაგიდაზეა შეთანხმება, და როგორც უკვე ვთქვით, ჰამასმა ის უნდა მიიღოს. მოდით, მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას,“ თქვა ჰარისმა და დასძინა, რომ „ღაზაში ხალხი იხოცება შიმშილით. პირობები არაადამიანურია და ჩვენი ჰუმანურობა გვაიძულებს ვიმოქმედოთ.. ისრაელის მთავრობამ მეტი უნდა გააკეთოს, რათა მნიშვნელოვნად გაიზარდოს დახმარების ნაკადი. არავითარი გამართლება არ არსებობს,“ თქვა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა.
3 მარტს ჰამასის დელეგაცია კაიროში ჩავიდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკების ბოლო რაუნდში მონაწილეობის მისაღებად. არ არის ცხადი, მიღწეული იქნა თუ არა წინსვლა. ისრაელის გაზეთი Yedioth Ahronoth-ი იტყობინებოდა, რომ ისრაელმა მოლაპარაკებას ბოიკოტი გამოუცხადა მას მერე, რაც ჰამასმა უარი თქვა მოთხოვნაზე, წარედგინა სრული სია მძევლებისა, რომლებიც ცოცხალი არიან.
ვაშინგტონი თვლის, რომ შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახლოს არის და სურს, რომ ის გაფორმდეს რამადანის დაწყებამდე, რომელიც ერთ კვირაში იწყება.
2 მარტს აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისრაელი ჩარჩო ხელშეკრულებას ეთანხმება. შეთანხმება იქნება პირველი ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტა ომში, რომელიც უკვე ხუთი თვეა გრძელდება ნოემბერში ერთკვირიანი პაუზით.
ათეულობით მძევალი, რომლებიც ჰამასს ჰყავს დატყვევებული, უნდა გაცვალონ ასეულობით პალესტინელ პატიმარზე.
კამალა ჰარისი სიტყვით გამოვიდა შეკრებილების წინაშე ედმუნდ პეტუსის ხიდთან, სადაც 1965 წელს ამომრჩევლების უფლებებისთვის ბრძოლის აქტივისტებს უფლებადამცავებმა გადაუკეტეს გზა. ვიცე-პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა მსვლელობის მონაწილეთა სიმამაცეს, რაც სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლაში განმსაზღვრელ მომენტად გადაიქცა.
დაწერეთ კომენტარი