აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი: ინალ არძინბა რუსეთის ელჩს გაძევებით არ დამუქრებია

ს მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სოხუმში ს ე.წ. ელჩს, მიხაილ შურგალინს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გაძევებით არ დამუქრებია.
დე ფაქტო უწყება Youtube-ზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, რომელშიც არძინბა შურგალინს ე.წ. აფხაზეთის ტერიტორიიდან გაძევებით ემუქრება. ტელეგრამ არხი Legitimny-ს ცნობით, დახურული შეხვედრის აუდიოჩანაწერი უკრაინულმა ძალებმა მოიპოვეს.
“მორიგი ფეიკი. ამ აუდიო ჩანაწერში დახურულ შეხვედრაზე მიმდინარე საუბრის სხვადასხვა ნაწილებია დაჭრილი და შეერთებული. მეორე ნაწილში, საუბრობს UNDP-ის პროგრამის მენეჯერის, ვარდონ ჰოჯის შესაძლო გაძევებაზე. საინტერესოა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების ჩანაწერი თანამედროვე უკრაინის ნეონაცისტური გამოცემების ხელში როგორ მოხვდა”. – წერია ე.წ. სამინისტროს განცხადებაში.
ამავდროულად, განცხადებაში აღნიშნულია, რომ “პროვოკაციული დამახინჯებული მასალების მტრული ქვეყნის არასანდო წყაროს ხელში მოხვედრა, მკაფიო სურათს იძლევა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მთელი ეკოსისტემის მუშაობის შესახებ”.