აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება სოხუმის აეროპორტისთვის თანამშრომლებს ეძებს

ს დე ფაქტო ხელისუფლება სოხუმის აეროპორტისთვის თანამშრომლებს ეძებს
ოკუპირებული აფხაზეთის „ხელისუფლება“ სოხუმის აეროპორტისთვის თანამშრომლებს ეძებს. ამის შესახებ გამოცემა abkhazeti.info წერს.
ამავე ინფორმაციით, თანამშრომლების აყვანის „განათლების სამინისტრომ“ „ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სამინისტროსთან“ ერთად გამოაცხადა. აეროპორტში დასაქმების მსურველები შესაბამის შემოწმებას გაივლიან და დადგინდება მათი კვალიფიკაციის დონე.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსი ინვესტორი სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე ავარიული შენობების დემონტაჟს განახორციელებს. სოხუმში სამშენებლო ტექნიკა და მუშახელი უახლოეს მომავალში უნდა ჩავიდეს.
2023 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენას შპს „ინფრასტრუქტურის განვითარება“ განახორციელებს. კომპანიის ერთადერთი მფლობელი რაშიდ ნურგალიევია, რომელიც ს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, რაშიდ ნურგალიევ-უფროსის ერთ-ერთი ვაჟია. მამამისი ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის პოსტს იკავებს.
ასლან ბჟანიას განცხადებით, ტექნიკური ფრენები სოხუმის აეროპორტიდან არაუგვიანეს 2024 წლის ივლისისა დაიწყება, აეროპორტის ამოქმედება კი 2024 წლის დეკემბრის ბოლოს იგეგმება. მან ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთს, დიდი ალბათობით, „საკუთარი ავიაკომპანიის შექმნა“ მოუწევს.