“ასი კაცის ინტერესი სამი მილიონი ადამიანის ინტერესის საპირწონედ”

“ასი მდიდარი ადამიანის მიერ ერთი კორუმპირებული მერისგან ნაყიდი ხედი, რომელიც იმ მერს კი არა, თითოეულ ქართველს გვეკუთვნოდა.
მე, თქვენ და ჩვენი შვილებს, ამ ისტორიული უბნის ყოველ დათვალიერებაზე თვალში გაგვეჩხირება ეს სიმახინჯე, ხოლო ამ სიმახინჯეში მცხოვრებ ხალხს, ყოველ დილა-
საღამოს ულამაზესი ხედი ექნება თვალწინ.
ასი კაცის ინტერესი სამი მილიონი ადამიანის ინტერესის საპირწონედ. და კი, ასმა გადაწონა. რატომ? იმიტომ რომ მერს უყვარს ფული.
ლაგუნასთან კორპუსები, აქ ეს, ბახმაროში ორბი… და თქვენ მაინც ირჩევთ დაიჯეროთ ვიღაც უცხო ქვეყნის აგენტები და ომის პარტიაა თქვენი მთავარი პრობლემა? ქოცის შვილებიც რომ აქ ცხოვრობენ და ისინიც რომ კარგავენ ბედნიერ მომავალს, მაგას სანამ იმედზე არ ეტყვიან თავად ვერ უნდა მიხვდნენ?” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი .

ცნობისათვის, ურბანისტი ირაკლი ჟვანია სოციალურ ქსელში წერს:

ყველა ქალაქი ასახავს საზოგადოების მისწრაფებებს და ღირებულებებს.
მარცხნივ მანჩესტერია. მე-16 საუკუნის ისტორიული შენობა 70-იან წლებში ქუჩის დონის აწევის გამო ჯერ ხიმინჯებზე შედგეს და მერე 90-იანებში საერთოდ სხვა ადგილას, მოედანზე გადაიტანეს.
მარჯვნივ 21 საუკუნე, ძველი თბილისის გულს, აბანოთუბანს თავზე დაშენებული 8 სართულიანი კორპუსი.
                                                                                                                                                    მანჩესტერი
                                                                                                                                                აბანოთუბანი
შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატი,  კურორტ ბახმაროში ორბი ჯგუფის მიერ დაგეგმილ მშენებლობას გამოეხმაურა. კობახიძე ამბობს, რომ წარმოდგენილი პროექტი გენერალურ გეგმას შეესაბამება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …