არჩილ გამზარდია: დღეს მიმდინარე პროცესები იმაზე საშიშია ქვეყნისათვის, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და რომლის მსგავსიც საქართველოს ისტორიაშიც კი არ ყოფილა

“საერო იერარქიასაც და სასულიეროსაც მხარდამჭერთა სერიოზული დეფიციტი აქვს, განსაკუთრებით ახალ თაობაში. ამიტომ ორივე მათგანი დაადგა იძულების, სპეკულაციების და ზეწოლის გზა, რომ ერთობლივად, სახელმწიფოსა და მოქალაქეთა წინააღმდეგ გაიძლიერონ ძალაუფლება. განსაკუთრებით კი ცდილობენ, მათი “კონტროლიდან” გამოსული ახალი თაობის დამონება-დამორჩილებას.
როდესაც საეკლესიო სივრცე პარტიული ფუნქციებით გამოდის, რბილად რომ ვთქვათ, ეს სამწუხარო და ტრაგიკული პროცესია.
უფალ ქრისტეზე დიდი ინოვატორი და რეფორმატორი კაცობრიობას არ ჰყოლია, მაგრამ ჩვენი ეკლესია, რომელიც თავს ქრისტეს ეკლესიას უწოდებს, წინარექრისტიანულ ხანაშია და არა ქრისტიანულში.
დღეს მიმდინარე პროცესები იმაზე საშიშია ქვეყნისათვის, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და რომლის მსგავსიც საქართველოს ისტორიაშიც კი არ ყოფილა, ეს არის რაღაც ჰიბრიდი თანამედროვე ინკვიზიციისა, რომელიც ქვეყანასაც და ადამიანებსაც უკიდურეს უძლურებაში და ხანგრძლივ დეპრესიაში ჩააგდებს,” – წერს არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ დაუშვილი – ჩათვალეთ, რომ ამ ქვეყანას პრემიერი არ ჰყავს, მაგ ადამიანს აზრი არ მოეკითხება – რაც არ უნდა სცადონ, რომ ამდენი ათასი მოქალაქის პროტესტი მიიყვანონ „ნაცებამდე“, არ გამოვა