არქივი29 ოქტომბერი, 2025, 23:25
„არ ემორჩიელებით პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას? - არ არის კანონიერი მოთხოვნა" (ვიდეო)

„არ ემორჩიელებით პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას?
- არ არის კანონიერი მოთხოვნა.
- თუ უკანონოდ მოგექცევით, შეგიძლიათ, გაასაჩივროთ. ამისი უფლება გაქვთ.
- ჩემი ჩანთის ჩხრეკას უნდა ორდერი... კანონიერი საფუძველი უნდა გქონდეთ, რომ ადამიანი გაჩხრიკოთ.“
ქაშვეთთან პოლიციელებმა მოქალაქე გააჩერეს და მოსთხოვეს, რომ ზურგჩანთა გაეხსნა და მათთვის ეჩვენებინა ის ნივთები, რაც შიგნით ჰქონდა. მოქალაქემ სამართალდამცველებს განუმარტა, რომ მათ ამისი უფლება არ ჰქონდათ.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.