“არსადაც არ წავსულვარ! – მოგენატრებით და ცაში ამომხედეთ, მერე თვალები დახუჭეთ და მომისმინეთ… ” – გიო ცუხიშვილი 62 წლის გახდებოდა: მუსიკოსის ოჯახი, შვილები და სამუდამო სიყვარული – Marao

“არსადაც არ წავსულვარ! – მოგენატრებით და ცაში ამომხედეთ, მერე თვალები დახუჭეთ და მომისმინეთ… ” – გიო ცუხიშვილი 62 წლის გახდებოდა: მუსიკოსის ოჯახი, შვილები და სამუდამო სიყვარული – Marao
“როგორ მიყვარხარ, როგორ მენატრები და როგორ მჭირდები, გილოცავ, გიო” – ამ სიტყვებით მიულოცა დაბადების დღე გიო ხუციშვილს მეუღლემ მაია ჯორჯაძემ. მაიასთან ერთად გიო სოციალურ ქსელში მისმა მეგობრებმაც გაიხსენეს:
· “არსადაც არ წავსულვარ! – მოგენატრებით და ცაში ამომხედეთ, მერე თვალები დახუჭეთ და მომისმინეთ… თქვენთან ვიყავი და ვიქნები. ვიქნები ისეთი, როგორიც დაგამახსოვრდით, როგორიც გტკიოდით და გიყვარდით… ასეა… და მე – თქვენში დატოვებული მე – თქვენთან ერთად გავაგრძელებ სიცოცხლის სიყვარულს… – თქვენი ” – წერს თაკო დოლაბერიძე.
· “დღეს ჩვენი გიოს დაბადების დღეა. გვენატრები, კეთილო ადამიანო, ეს ჩვენი ბოლო შეხვედრის ამსახველი ფოტოებია მისი სახელობითი ვარსკვლავის გახსნის დროს. ასეთი ბედნიერი გიო არ მინახავს, ასე დაგვემშვიდობა და მოგვეფერა… ეს უკვე ისტორიაა… შეხვედრამდე, მეგობარო” – წერს დათო ოქიტაშვილი.
· “დღეს ჩვენი გიო იუბილარია, გიო, მიყვარხარ” – წერს ხატია შამუგია.
გიორგი (გიო) ხუციშვილი 1962 წლის 17 ივლისს თბილისში დაიბადა. იყო ქართველი მომღერალი და მსახიობი. იგი ასრულებდა ქართულ სიმღერებს, როგორც მარტო, ასევე დუეტში; ერთ-ერთი მისი ცნობილი დუეტი იყო ნატო გელაშვილთან ერთად (ყველაზე ცნობილი სიმღერა — „აყვავდება როცა ნუში“).
მუშაობდა ქართული დოკუმენტური სატელევიზიო პოპულარული ფილმების სტუდია (ქდსპფ) „მემატიანეში“. გადაიღო კინონოველა „სინანული“ (1984), დოკუმენტური ფილმები „აქ ყველაფერი წარსულს მაგონებს“, „საუკუნეებს გაუძლებს, მაგრამ…“ (1985), „დედმამიშვილობა“ (1986), „იყო ასეთი ჭაბუკი“ (მ. გაგუასთან ერთად, 1988), „არჩევნები“ (1988), „თანამოაზრენი“ (გია ბალიაშვილთან ერთად, 1988) და სხვა. ქართული ღვინის კომპანია „თელიანი ველის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ადმინისტრაციის საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, თბილისის სპორტის სასახლეს დირექტორი.
2018 წლის 29 მაისს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. გიო ხუციშვილი სიცოცხლის ბოლო პერიოდში მძიმე სენით იყო დაავადებული. მომღერალი 2018 წლის 11 ივნისს, თბილისში, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.
“თითქოს, ყოველი განსაცდელის დადგომისას ვიღაც მკარნახობდა, რომ შევფხიზლებულიყავი. ამბიციურიც არასდროს ვყოფილვარ, მით უმეტეს, როცა ჩემს შვილს შიოდა, უკან არაფერზე ვიხევდი… პირველი ცოლი – ლელა 19 წლისამ შევირთე და როცა გავცილდი, მხოლოდ მერე მივხვდი, რომ ოჯახი დიდი პასუხისმგებლობაა და არა მარტო ბავშვის დაბადებისას თოფის გასროლა ან ლიტრიანი ყანწის დალევა. ოჯახის დანგრევამ ძალიან ამრია, ქუჩაც თავის როლს თამაშობდა – იმხანად კაცობას, თითქოს, ქუჩაში ყოფნით ვამტკიცებდით. მიხარია, გუდაურში თხილამურებით მოსრიალე, ლოყააწითლებულ გოგო-ბიჭებს რომ ვუყურებ – ვხვდები, ნელ-ნელა როგორ ემიჯნება ჯანსაღი ცხოვრების წესი ქუჩურ ცხოვრებას” – ამბობდა გიო ხუციშვილი. გიო ხუციშვილს პირველ ქორწინებაში ორი შვილი, ნოდარიკო და ელენე შეეძინა.
მომღერალ გიო ხუციშვილსა და მუსიკოს მაია ჯორჯაძეს დიდი სიყვარული აკავშირებდათ. ერთმანეთი მუსიკამ აპოვნინათ. მაია ლეგენდარული ანსამბლის, ,,მზიურის” წევრი გახლდათ და ბავშვობიდან სცენაზე იდგა. მერე იყო გოგონათა კვარტეტი. გიო ,,სარკესთან” მათი შეუღლების ამბავს ჩვეული იუმორით იხსნებდა. ბათუმში კვარტეტის გოგონებთან ერთად გავიპარეთ და თბილისში არ იცოდნენ, მათგან რომელი გოგო მოვიყვანე ცოლადო.
გიო ხშირად ყვებოდა, რომ მეუღლის მადლიერი იყო, რადგან მისგან მუდმივად გრძნობდა თანადგომას და დიდ ხელშეწყობას. ის რომ არა, ბევრი რამის გადალახვა გამიჭირდებოდაო, ამბობდა გიო. გიოს და მაიას ერთი შვილი, ზუკა ჰყავთ.
კონცერტზე, რომელიც გიო ხუციშვილის ვარსკვლავის გახსნის დღეს გაიმართა, მომღერალმა მეუღლესთან ერთად სიმღერა შეასრულა. სამწუხაროდ, მათი ეს დუეტი უკანასკნელი აღმოჩნდა.

ასევე დაგაინტერესებთ