არველაძეების ოჯახის დიდი სიხარული – რეზი არველაძის შვილი და შვილიშვილი: ოჯახური კადრები პატარა სოფიასთან – Marao

ვეტერანი ფეხბურთელი რეზი არველაძე ბაბუა გახდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა და ოჯახის დიდი სიხარული უამრავმა ადამიანმა გაიზიარა. ვატო არველაძესა და მაკუნა ზედაშიძეს პირველი შვილი შეეძინათ. პატარა გოგონას სოფია დაარქვეს. შვილის პირველ ფოტოს სოციალურ ქსელში ვატო არველაძე ავრცელებს. ახალშობილისა და ახალბედა მამის კადრებს ნაცნობებისა თუ უცნობების დიდი მოწონება და უამრავი კეთილი სურვილი მოჰყვა:
რეზი არველაძის ოჯახი
რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე უკვე წლებია ერთად არიან. წყვილს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და მათი ოჯახი ნამდვილად გამოირჩევა სილამაზითა და ჰარმონიულობით.
„სიყვარული სიტყვებით არ იხსნება, ხომ ვერ მოჰყვები, როგორ და რანაირად არის. ვცდილობთ, მაგრამ ამაოდ. ზოგჯერ გამოხედვაში ჩანს, ზოგჯერ – შეხვედრაში, ზოგჯერ – კამათში, მონატრებაში, ყველაფერში. ერთად ვერ მომიყრია თავი და რა ჰქვია, არ ვიცი, მჭადივით არ ცხვება. მნიშვნელოვანია ოჯახში კომფორტის შექმნა და დისკომფორტის თავიდან აცილება. რაღაცები ხომ უნდა დათმო ადამიანმა. იმას არავინ გთხოვს, დათმო ის, რისი დათმობაც შეუძლებელია. ვერავისთან ვერ ვყოფ თეონას სიყვარულს…“ – ამბობდა რეზი არველაძე.
ვატო არველაძე
ვატო არველაძე რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის შვილია, რომელიც წყვილს 1998 წელს გერმანიაში, ჰამბურგში შეეძინა. ვატომ მამის გზა გააგრძელა და თავადაც ფეხბურთელია. ვატომ სულ ცოტა ხნის წინ, ხანგრძლივი რომანის შემდეგ, უმშვენიერეს მა­კუ­ნა ზე­და­ში­ძეზე იქორწინა.
რეზი არველაძის ძმები
ქართველი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელია ასევე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. სახელი თბილისის “დინამოში” გაითქვა. სწორედ ამ პერიოდში 5-ჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი.
· „უდარდელი ბავშვობა გვქონდა. დავდიოდით ზღვაზე, მთაში. ბავშვობიდანვე ვისწავლეთ ფეხბურთის თამაში“ – ამბობდა შოთი არველაძე.
არჩილ არველაძე
საფეხბურთო კარიერა 1991 წელს საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბ თბილისის „დინამოში“ დაიწყო, სადაც 1991–93 წლებში თამაშობდა. 1993 წელს საქართველოდან თურქეთში, კერძოდ, ტრაპიზონში ინაცვლებს, სადაც შოთა არველაძესთან ერთად ადგილობრივი „ტრაბზონსფორის“ ღირსებას იცავს, რომლის რიგებშიც 1997 წლის ჩათვლით თამაშობს. საფეხბურთო კარიერა ტრავმის გამო 2005 წელს, 32 წლის ასაკში დაასრულა.
„იცით, რომელია ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მაისური? “ბრედასთან” პირველი მატჩის შემდეგ მე და აჩიმ რომ გავცვალეთ. დღემდე არ გამირეცხავს, მინდა ზუსტად ისეთი იყოს, როგორიც მომცა და მისი სუნი ასდიოდეს…ეს თამაში ორივესთვის ურთულესი აღმოჩნდა. ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ მოგვიწევდა თამაში. ჩვენ ხომ მთელი ცხოვრება ერთ გუნდში ვთამაშობდით და რაც გაგვაჩნია – გამარჯვებების ჩათვლით, ორივეს გვეკუთვნის. თბილისიდან მთელი ოჯახი დაირაზმა და ამ მატჩის საყურებლად ჩამოვიდა ამსტერდამში. ჩემი მშობლები დაბნეული ჩანდნენ, არ იცოდნენ, ვისთვის ეგულშემატკივრათ. არც მედიას დაუტოვებია ეს ფაქტი ყურადღების გარეშე და საკმაოდ დიდი გადაცემა მოგვიძღვნეს. ბოლოს ჩვენებმა “ბრედას” გულშემატკივრობა გადაწყვიტეს. ამას იმით ხსნიდნენ, რომ “აიაქსი” ჩემპიონობას მაინც შეძლებდა, აჩის კი “აიაქსთან” გამარჯვება სჭირდებოდა. თამაში მაინც “აიაქსის” გამარჯვებით დასრულდა… ტყუპმა თავი ვერაფრით გამოვიჩინეთ, ალბათ გაგვიჭირდა ამ ყველაფრის აღქმა… მინდორზეც რაღაც დაბნეულები დავრბოდით“ – შოთა არველაძე.
არჩილ არველაძის მეუღლე
აჩის მეუღლე თინი კობალაძე პროფესიით ექიმია, თუმცა წლები მეუღლის გვერდით გაატარა და მისი პირადი ექიმი იყო. წყვილს სამი შვილი ჰყავს.
“ჩემი სამეგობროდან პირველი სოფო ლეკიშვილი გათხოვდა და მე და აჩიმ ერთმანეთი მის ქორწილში გავიცანით. სოფოს და აჩის დედები მეგობრობენ. შოთი, მისი ცოლი, თამუნა და აჩი მცირე დროით იყვნენ ჩამოსულები თურქეთიდან და რეზისთან ერთად მოვიდნენ. არ შეიძლებოდა, მათთვის ყურადღება არ მიგექცია. მახსოვს, ძმებმა არაჩვეულებრივად იცეკვეს. ის ნახევარი საათი ძალიან ემოციური იყო. აღმოჩნდა, რომ მაშინ მოვეწონე. თუმცა იმ დღეს ერთმანეთს არ დავკონტაქტებივართ. აჩის დედასთან მამიდაჩემიც მეგობრობს. როგორც მერე მისგან გავიგე, ვიღაცებისთვის გამოუკითხავს ჩემზე, ვინ არისო. აჩის შორიდან ვიცნობდი, მაგრამ არა, როგორც ფეხბურთელს, არამედ, როგორც კიჭასა და თამრიკოს შვილს, რეზის ძმას. ქორწილის შემდეგ ჩემმა მეგობარმა, რომელიც, ასევე, მისი მეგობარია, დამირეკა და მითხრა, აჩის ძალიან მოეწონე და თუ წინააღმდეგი არ იქნები, მოვალთო და მოვიდნენ” – ამბობდა თინი ერთ-ერთ ინტერვიუში.
შოთი არველაძის მეუღლე
შოთა არველაძემ მეუღლე 16 წლის ასაკში გაიცნო.”ჩემი და ჩემი მეუღლის მშობლები გარკვეული პერიოდი იყვნენ კლასელები. ჩვენ ერთმანეთი სწორედ მათი და ნათესავების წყალობით გავიცანით, უკვე წლებია ოჯახს სიყვარულით ვინარჩუნებთ” – ამბობდა შოთა არველაძე.

ასევე დაგაინტერესებთ