არქივი1 მაისი, 2024, 08:53
"არა ძალადობას, არა რუსეთის მონებს!... არადამიანებო, ღორებო!" - ქართველი სპორტსმენები "უცხოური აგენტების შესახებ" კანონსა და მიმდინარე აქციებზე
საქართველოს ნაკრებისა და ინგლისის პრემიერშიფის გუნდ "ექსეტერ ჩიფსის" მარცხენა ბურჯი ნიკა აბულაძე "უცხოური აგენტების შესახებ" კანონსა და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"არა ძალადობას, არა რუსეთის მონებს", - წერს სოციალურ ქსელში ნიკა აბულაძე.
საქართველოს დედაქალაქში გუშინ გამართული აქციიდან ფოტოს ავრცელებს სოციალურ ქსელში საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მეკარე თათიაც გაბუნიაც, სადაც ჩანს თუ როგორ უსწორდება ფიზიკურად პოლიცია მოქალაქეებს.
"არაადამიანებო, ღორებო", - წერს გაბუნია.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.