ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, ანუ მთელ ოპოზიციას აკრძალავენ იაგოს „გირჩის“ გარდა” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ,,ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებაზე;
„ქართული ოცნების“ დღევანდელი განცხადებიდან:
„საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, ჩვენ დავაინიცირებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება.“
ანუ პარტიებს ავკრძალავთო, თან მარტო ნაცებს კი არაო, ყველა მის სატელიტს და მემკვიდრესო და თუ ვინ ჩაითველბა სატელიტად და მემკვიდრედ, ამას, რათქმა უნდა, თავად გადავწყვეტთო.
ანუ მთელ ოპოზიციას აკრძალავენ იაგოს „გირჩის“ გარდა. მგონი მარტო მაგათ არ ეძახიან ნაცებს.”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.