ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ამის მერე ვიღაც დაუძახებს ამათ რუსეთუმეებს და ეწყინებათ" – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
,,დადგა აგვისტო და ხელისუფლებამ კვლავ დაიწყო საუბარი, ვინ დაიწყო 2008 წელს ომი, თან იმუქრებიან, მარტო საუბრით კი არ შემოვიფარგლებით, გამოძიებას ჩავატარებთო. ე, ბიჭო, 12 წელია ხელისუფლებაში ხარ, თუ რამე იყო გამოსაძიებელი, აქამდე გექნა? მაგრამ მერე ყოველი არჩევნების წინ რას დაპირდებოდნენ ხალხს?
წარმოიდგინეთ, რუსეთი ახლა შეჭრილია უკრიანაში, ცდილობს უკრიანის დაპყრობას, გაქნებული ომია, მთელი ცივილიზებული სამყარო უკრიანისკენაა და ჩვენი ხელისუფლება აცხადებს, რომ 2008 წელს ყველაფერი საქართველოს მაშინდელი ხელისულფების ბრალი იყო და ეს უნდა გამოიძიოს. უფრო მეტიც, მარტო სააკაშვილის ბრალი კი არ იყო, არამედ ის ვიღაცის დაკვეთას ასრულებდა დასავლეთიდან. ანუ აწვებიან ვერსიას, რომ ომი სააკაშვილმა ამერიკის დავალებით გააჩაღა. ვისი საქმე კეთდება ახლა ამით?
ამის მერე ვიღაც დაუძახებს ამათ რუსეთუმეებს და ეწყინებათ. მე მომწერენ, ბოლო დროს სულ ხელისუფლებას რატომ აკრიტიკებ, ოპოზიცია სულ დაგავიწყდაო. მე კი არ დამავიწყდა, უბრალოდ, ისეთებს შვება ხელისუფლება, ოპოზიციისთვის ვიღას ცხელა?!”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.