ანგარიში: რუსეთის მიერ ნასროლი ჩრდ. კორეული რაკეტა ამერიკულ და ევროპულ ნაწილებს შეიცავდა

ბრიტანული საგამოძიებო ორგანიზაცია Conflict Armament Research-ის (იგივე CAR) მიერ ახლად გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, იანვრის ბოლოს ს არმიის მიერ ნასროლი ჩრდილოეთ კორეული ბალისტიკური რაკეტა ევროპასა და -ში მდებარე კომპანიებში დამზადებულ კომპონენტებს შეიცავდა.
აღნიშნული ანგარიშის წყალობით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩრდილოეთ კორეის მიერ უცხოური ტექნოლოგიების გამოყენების ფაქტი საჯაროდ დადგინდა. ამასთანავე, ანგარიშის მიგნებები ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ დასავლეთის ქვეყნებში დამზადებულ სამოქალაქო დანიშნულების მიკროელექტრონულ ტექნოლოგიებს რუსეთში, ირანსა და ჩრდილოეთ კორეაში შეიარაღებისთვის იყენებენ.
ორგანიზაცია CAR-მა იანვრის თვეში ხარკოვის ოლქში ჩამოვარდნილი ჩრდილოეთ კორეული ბალისტიკური რაკეტის 290 კომპონენტი ადგილზევე გამოიკვლია და დაადგინა, რომ მათი 75% აშშ-ში დარეგისტრირებული კომპანიების მიერ იყო დამზადებული და გაყიდული. რაკეტის ნაწილების დამატებით 16% ევროპული, ხოლო 9% აზიური კომპანიების მიერ იყო დამზადებული.
წინა წელს CAR-მა ასევე დაადგინა, რომ რუსეთის მიერ გამოყენებული ირანული დრონების კომპონენტთა 82% ამერიკული კომპანიების მიერ იყო შექმნილი.
CAR-ის ანგარიშში კონკრეტული კომპანიები არ სახელდება, რადგან არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ აღნიშნული ნაწილები კომპანიებმა ჩრდილოეთ კორეაში მიზანმიმართულად გაგზავნეს. ამის ნაცვლად, ორგანიზაცია შეეცდება, კომპანიებთან თანამშრომლობით ჩრდილოეთ კორეის მიერ ამერიკული და ევროპული კომპონენტების მოპოვების გზები შეზღუდოს. სავარაუდოდ, ხსენებული კომპონენტები ჩრდილოეთ კორეაში საერთაშორისო დისტრიბუტორების მეშვეობით მოხვდა.
ამასთანავე, ანგარიშიდან ირკვევა, რომ ჩრდილოეთ კორეამ ზემოხსენებული რაკეტის დამზადება და რუსეთში გაგზავნა სწრაფად მოახერხა. ანგარიშში გამოკვლეული კომპონენტები 2021-2023 წლებში იყო დამზადებული, რაც ნიშნავს, რომ ბალისტიკური რაკეტის “აწყობა 2023 წლის მარტამდე შეუძლებელი იქნებოდა”.
ანგარიში აჩვენებს, რამდენად რთული დაბრკოლებას წარმოადგენს აშშ-სა და მოკავშირეებისთვის იმის კონტროლის მცდელობა, თუ სად მიდის კომერციული დანიშნულების ელექტრონიკა, განსაკუთრებით კი ნახევარგამტარი კომპონენტები.
CAR-ის ანგარიშის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეამ “შესყიდვის ძლიერი ქსელი განავითარა, რომელსაც გამოუმჟღავნებლად შეუძლია იმ სანქციების რეჟიმისთვის გვერდის ავლა, რომელიც თითქმის ორი ათწლეულია, რაც არსებობს”.
ბოლო პერიოდში მედიაში გავრცელდა არაერთი ცნობა იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად რაკეტებს აწვდის. კრემლი ამ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს, ხოლო ჩრდილოეთ კორეა ცალსახად უსვამს ხაზს, რომ რუსეთს მსგავსი ტიპის შეიარაღებას არ აწვდის.
ში მიმდინარე ომის ფონზე რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა. 2023 წლის ოქტომბერში თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ფხენიანმა მოსკოვს შეიარაღება მიაწოდა. იანვრის დასაწყისში უკრაინაზე მიტანილი მასობრივი იერიშების დროს რუსეთმა სავარაუდოდ ჩრდილოეთ კორეაში ნაწარმოები ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა.
გასულ კვირებში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი შეიძლება ჩრდილოეთ კორეას ესტუმროს. აქამდე, გასული წლის ოქტომბერში ამ ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, . 2023 წლის სექტემბერში ჩრდ. კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი რუსეთს ესტუმრა.