ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს სახეში მუშტი ჩაარტა

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ს, რომელიც „აგენტების კანონს“ წარადგენდა, შეაგინა და სახეში მუშტი ჩაარტყა.
„შენი რუსი დედა მო***ან“, – ისმოდა ზუსტად იმ დროს, როცა მამუკა მდინარაძეს სახეში ურტყამდა ხელს.
პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტამდე მისასვლელი ფლიგელები მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა გადაკეტეს და ჟურნალისტებს მიახლოების უფლება არ მისცეს. რამდენიმე წუთის შემდეგ ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის შენობა დატოვა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მასაც ფიზიკურად გაუსწორდნენ პარლამენტში.
„სულ ვცდილობდი, რომ მეთანამშრომლა; სულ ვცდილობდი, რომ ადამიანურად მელაპარაკა… რუსეთში მიგვათრევენ!.. შუბლის ძარღვი გაიწყვიტა მდინარაძემ, თეთრზე გეუბნება მწანეაო. ახლა ქუჩაში გამოსვლის დროა. ესენი უნდა უნდა გავყაროთ, თავისი რუსული კანონიანათ. ესენი მიგვათრევენ რუსეთში…
ამვოვიდა ყელში და მივეცი ცხვირ-პირში, იმ რუსის აგენტ მდინარაძეს და გამიგდეს მერე…
ცხოვრებაში მეზიზღება მექრთამეები და რუსის აგენტები“, – ამბობს ალეკო ელისაშვილი, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი.
მასალა განახლდება

ასევე დაგაინტერესებთ

“ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი” – ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ არ მიესალმა თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს