„ალდაგში“ ავტო დაზღვევის მფლობელებისთვის საჩუქრებია

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ავტო დაზღვევის მფლობელებს საჩუქრებს სთავაზობს.
„ალდაგის“ ინფორმაციით, აქციის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებსაც ავტომობილი „ალდაგში“ ჰყავთ დაზღვეული, ამბოლის სერვისცენტრებში სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ, რაც გულისხმობს 30%-იან ფასდაკლებას, ავტომობილის მოვლასთან დაკავშირებულ სერვისებზე.
კომპანიის ცნობით, შეთავაზებით სარგებლობა 20 თებერვლიდან 20 მარტამდე იქნება შესაძლებელი.
„ყოველთვის ვცდილობთ ჩვენს მომხმარებლებს დაზღვევის მათზე მორგებულ პირობებთან ერთად, სხვადასხვა ბენეფიტი შევთავაზოთ, რომ დაზღვევისგან მეტი კომფორტი მიიღონ. ამჯერად, მათ, ამბოლის სერვისებზე, ფასდაკლების ვაუჩერებს გადავცემთ. ამბოლი, ავტოპროდუქტებისა და ავტოსერვისის წამყვანი ქსელია საქართველოში, რომელიც ექსკლუზიური ბრენდების ფართო არჩევნას სთავაზობს მომხმარებელს. შეთავაზებით სარგებლობა და ავტომობილზე ზრუნვა შეუძლია ნებისმიერ მძღოლს, რომელსაც ავტომობილი „ალდაგში“ ჰყავს დაზღვეული,“- აცხადებენ „ალდაგში“.
„ალდაგის“ ავტო დაზღვევა ისეთ რისკებს ფარავს როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, ), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.
„ალდაგი“ ავტო დაზღვევის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა და აქ მიღებული გამოცდილებით მძღოლების 97% კმაყოფილია.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი” – ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ არ მიესალმა თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს