“ალბათ, ყავაზე იყო წასული” – Sky Sport-ის ჟურნალისტმა კვარაცხელიაზე იხუმრა

Sky Sport-ის ჟურნალისტმა ლუკა მარკეტიმ Radio Marte-სთან ინტერვიუში “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე სეზონში “პარტენოპეის” მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა. მარკეტიმ კომენტარი ოსიმენისა და კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა.
“ნაპოლისთვის” მიმდინარე სეზონში მთავარი ამოცანა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა, რადგან ამან კლუბს, შესაძლოა, საშუალება მისცეს, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე იასპარეზოს.
ოსიმენი შესანიშნავ ფორმაშია, მან ბოლო მატჩებში თავი გამოიჩინა. დიახ, ის ნამდვილად დაბრუნდა. დაბრუნდა თუ არა კვარაცხელია? დიახ, მაგრამ არ ვიცი, აქამდე სად იყო, თუმცა საბოლოოდ დაბრუნდა. შესაძლოა, ყავაზე იყო გასული, თუმცა ეს დრო
ძალიან დიდხანს გაგრძელდა”, – განაცხადა მარკეტიმ.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 40 ქულით მე-9 ადგილს იკავებს. “პარტენოპეი” მორიგ მატჩს 3 მარტს, “იუვენტუსის” წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.