დუბლი და საგოლე პასი სუარესს – ლიონელ მესი მაგარ ფორმაშია [VIDEO]

MLS-ის მორიგ ტურში მაიამის “ინტერი” “ნიუ ინგლენდ რევოლუშენს” ესტუმრა და მეტოქე 4:1 დაამარცხა.
თავდაპირველად მასპინძლები დაწინაურდნენ, 32-ე წუთზე კი ანგარიში ლიონელ მესიმ გაათანაბრა.
ლეომ დუბლი 68-ე წუთზე სერხიო ბუსკეცის პასით შეასრულა, 89-ე წუთზე კი “ლა პულგამ” ლუის სუარესს გაატანინა.
ლიონელ მესიმ მაიამის “ინტერის” შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ჯამში 10 მატჩში თავი 11 გატანილი გოლითა და 6 შედეგიანი პასით გამოიჩინა, მისი გუნდი სატურნირო ცხრილში 21 ქულით პირველ ადგილს იკავებს.