ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ჩეხური ინიციატივის“ ფარგლებში უკრაინისთვის 1,8 მილიონი საარტილერიო ჭურვის 2026 წლამდე გადაცემას გეგმავენ

„ჩეხური ინიციატივის“ ფარგლებში უკრაინისთვის 1,8 მილიონი საარტილერიო ჭურვის 2026 წლამდე გადაცემას გეგმავენ

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი აცხადებს, რომ „ჩეხური ინიციატივის“ ფარგლებში უკრაინისთვის ჭურვების მიწოდება 2026 წლამდე იგეგმება.
ჩეხეთის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ მიმდინარე წელს „ჩეხური ინიციატივის“ ფარგლებში უკრაინისთვის 1,8 მილიონი საარტილერიო ჭურვის გადაცემას გეგმავენ.
პაველის თქმით, თუ საბრძოლო მოქმედებები შეჩერდება, უკრაინა შეძლებს ამ ჭურვებით თავისი მარაგების შევსებას.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ საარტილერიო ინიციატივა და უკრაინისთვის საკმარისი რაოდენობის ჭურვების მიწოდების შესაძლებლობა არის ერთ-ერთი პირობა, რომელიც რუსეთს მიიყვანს იმ აზრამდე, რომ ამ ომის გაგრძელებას აზრი არ აქვს“, – აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.