არქივი15 ნოემბერი, 2024, 22:56
სტუდენტები არც ქუთაისის უნივერსიტეტში შეუშვეს

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც ასევე არ შეუშვეს უნივერსიტეტის შენობაში, უნივერსიტეტის შენობასთან შეიკრიბნენ და გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.
ისინი თბილისსა და ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურებიან და სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებენ.
“მოიპარეს ჩვენი ხმები. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სოლიდარობას ვუცხადებთ სტუდენტებს და ვაცხადებთ, რომ ვართ მათ გვერდით” – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.