არქივი2 თებერვალი, 2025, 19:25
საპროტესტო აქციაზე ნიკა მელია და გიგი უგულავა სავარაუდოდ, დააკავეს

თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სავარაუდოდ, დააკავეს. ისინი პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა. ასევე "კოალიცია ცვლილებისთვის" პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია მათი აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი.
"ინტერპრესნიუსი" ცდილობს დეტალები გადაამოწმოს შსს-ში.
აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. სავარაუდოდ დაკავებულია აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.