პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო – ისრაელის ავიაიერიშს ღაზაში 24 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზის ჩრდილოეთში, ჯაბალიაში განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად მინიმუმ 24 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას CNN-ი „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა, მუნირ ალ-ბურშმა CNN-ს განუცხადა, რომ დაშავებულია 90 ადამიანი, ბევრი კი, სავარაუდოდ, ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი.
„საჰაერო დარტყმა ალ-შიჰაბების ოჯახის სახლზე, სადაც დევნილი ოჯახები იყო განთავსებული, დღეს დილით განხორციელდა. დაღუპულთა უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან“, – აღნიშნა ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა.
შეგახსენებთ, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ღაზაში ისრაელის თავდასხმებს 7 ოქტომბრის შემდეგ, დაახლოებით, 19 000 ადამიანი ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია