ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ნატო არ გეგმავს ჯარების გაგზავნას უკრაინაში და ნატო არ არის კონფლიქტის მხარე – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა დისტანცირება მოახდინა ემანუელ მაკრონის განცხადებისგან, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა არ უნდა გამორიცხონ უკრაინაში ჯარების განლაგება.
„ნატო არ გეგმავს ჯარების გაგზავნას უკრაინაში და ნატო არ არის კონფლიქტის მხარე და არც ნატოს მოკავშირეები არიან“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა Reuters-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, მაშინაც კი, თუ ნატოს ქვეყნებმა გადაწყვიტეს უკრაინაში ჯარების ინდივიდუალურად გაგზავნა, ალიანსი მთლიანობაში დაზარალდება, რადგან მისი წევრები კოლექტიური თავდაცვის პაქტით არიან შეკრული.
კითხვაზე, დაუშვა თუ არა შეცდომა საფრანგეთის პრეზიდენტმა დასავლური ჯარების შესაძლო განლაგების შესახებ „სტრატეგიულ გაურკვევლობაზე“ საუბრისას, სტოლტენბერგმა უპასუხა: „ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კონსულტაციები გვქონდეს და საერთო მიდგომა გვქონდეს ამ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რადგან ისინი. ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია.”

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.