ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მსოფლიო ჩემპიონატზე დევისი-სმოლკინის წყვილმა მეათე ადგილი დაიკავა, ეგაძემ - მეთერთმეტე

პრაღაში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა. ბოლო საშეჯიბრო დღეს მამაკაცთა შორის თავისუფალ პროგრამაში ნიკა ეგაძე, სპორტულ ცეკვებში კი თავისუფალ პროგრამაში გლებ სმოლკინი და დიანა დევისი გამოვიდნენ.
ეგაძემ თავისუფალ პროგრამაში მსაჯებისგან 169,78 ქულა დაიმსახურა, ხოლო ჯამში  248,62 ქულა მოაგროვა და მეთერთმეტე ადგილი დაიკავა.
სმოლკინისა და დევისის წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ მეათე პოზიციაზე იყო (9.34 ქულა), თავისუფალ პროგრამაში 113.31 ქულა დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში 198.65 ქულა დაუგროვდათ და მეათე ადგილზე დარჩნენ. შესაბამისად, მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს სპორტულ ცეკვებში ორი ადგილი ექნება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.