ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხეილ სააკაშვილი: ზუსტად ამ ბრალდებით 1937 წელს 10 წლით გადაასახლეს, ჩემი დიდი ბაბუა ნიკოლოზ წერეთელი და მეორე დიდი ბაბუა დომენტი ალასანია

მიხეილ სააკაშვილი: ზუსტად ამ ბრალდებით 1937 წელს 10 წლით გადაასახლეს, ჩემი დიდი ბაბუა ნიკოლოზ წერეთელი და მეორე დიდი ბაბუა დომენტი ალასანია
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:
ივანიშვილის პროკურატურა მე და სხვა თანაბრალდებულებს ოფიციალურად გვადანაშაულებს საბოტაჟში და უცხო მტრული სახელმწიფოსადმი ხელშეწყობაში.
ზუსტად ამ ბრალდებით 1937 წელს 10 წლით გადაასახლეს, ჩემი დიდი ბაბუა ნიკოლოზ წერეთელი და მეორე დიდი ბაბუა დომენტი ალასანია, რომელიც რკინიგზის საბოტაჟში დაადანაშაულეს. ჩემი დიდი ბებიის თამარ აბაშიძის ძმა დახვრიტეს ელექტროენერგეტიკაში საბოტაჟისთვის და გერმანიასთან კავშირისთვის.
თამარმა და ნიკოლოზმა მე გამზარდეს და დომენტისაც მოვესწარი. ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ მეც იგივე ბრალდებებით წამიყენებდნენ ბრალს.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.