– ორბანი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ევროინტეგრაციის „მნიშვნელოვანი მხარდამჭერია“.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მას ჰგონია, რომ ახლა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს აუცილებლად მიიღებს.
„[ვიქტორ] ორბანი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის, ევროინტეგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია. ასე, რომ, რა თქმა უნდა, საქართველო სტატუსს იმსახურებდა მანამდეც, როდესაც ეს უსამართლო გადაწყვეტილება იყო მიღებული, თავის დროზე საქართველოსთან მიმართებით. მაგრამ ახლა მგონია, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს [ევროკავშირის კანდიდატის] სტატუსს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია