ალექსანდრე ლუკაშენკო – ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო დსთ-ს ოჯახში დაბრუნდება, ამ ოჯახის ძველი შემადგენლობით აღდგენა მსურს – აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება, უბრალოდ დროის საკითხია

ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო ჩვენს ოჯახში დაბრუნდება, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.
მოსკოვში გამართულ სამიტზე ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მას „დსთ-ს ოჯახის“ ძველი შემადგენლობით აღდგენა სურს.
„ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო ჩვენს ოჯახს დაუბრუნდება, მოლდოვა თავის სრულ მონაწილეობას განაახლებს, უკრაინის ხელისუფლება გონს მოეგება, რომლის ნორმალური ცხოვრების აღდგენაში მონაწილეობის მიღება ჩვენც მოგვიწევს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება. ეს უბრალოდ დროის საკითხია“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
მისივე თქმით, ყველა ვინც თანამეგობრობას არ დაშორებულა, ღირსეულ შედეგებს აჩვენებს.
„ყველა, ვინც ჩვენს თანამეგობრობას არ დაშორებულა, დღეს ღირსეულ შედეგებს აჩვენებს. მათ თავიანთ ქვეყნებზე კონტროლი არ დაუკარგავთ და საერთაშორისო ურთიერთობებში სრულფასოვან სუბიექტებად რჩებიან“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია