The Washington Post-ი – აშშ-ის თხოვნამ, რომ უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები არ განახორციელოს, ზელენსკის გაღიზიანება გამოიწვია

-ის თხოვნამ, რომ ს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები არ განახორციელოს, ს გაღიზიანება გამოიწვია , – ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
The Washington Post-ის ცნობით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა, სადაც მან უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდა, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებისგან თავი შეიკავოს.
გამოცემა წერს, რომ კამალა ჰარისის მოწოდებამ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი თანაშემწეების გაღიზიანება გამოიწვია.
უკრაინის პრეზიდენტმა რეკომენდაციაზე უარი განაცხადა და კიევმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები განაგრძო, თუმცა ამ თემაზე საუბარი მომდევნო კვირების განმავლობაშიც გაგრძელდა და მარტში, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი კიევს ეწვია.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის იერიშები გააკრიტიკა და ომის მიმდინარეობაზე მათი გავლენა ეჭვქვეშ დააყენა.

ასევე დაგაინტერესებთ