ვოლოდიმირ ზელენსკი – ვამზადებთ შეხვედრებსა და დოკუმენტებს, რომლებიც აუცილებლად გახდება სიახლე უახლოეს კვირებში

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, აგრძელებს პარტნიორების ახალი ვიზიტების მომზადებას და უსაფრთხოების შეთანხმებებს.
„ჩვენ ვამზადებთ შეხვედრებსა და დოკუმენტებს, რომლებიც აუცილებლად გახდება სიახლე უახლოეს კვირებში : ჩვენი პარტნიორების ახალი ვიზიტები უკრაინაში, ახალი უსაფრთხოების შეთანხმებები ჩვენი სახელმწიფოსა და ზოგადად ევროპაში ცხოვრებისთვის. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების ფაქტობრივი დაწყების მომზადებას ივნისისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინამ თავისი ვალდებულებები შეასრულა და იგივე აქტივობას – ეფექტურ საქმიანობას – პარტნიორებისგან ელის.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მზადება პირველი გლობალური სამშვიდობო სამიტისთვის და ის ესაუბრა ესპანეთის, ბელგიის, ლატვიის, ფინეთისა და კაბო-ვერდეს ლიდერებს.

ასევე დაგაინტერესებთ