ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

The Hill- დონალდ ტრამპმა აშშ-ის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი გაათავისუფლა

The Hill- დონალდ ტრამპმა აშშ-ის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი გაათავისუფლა

დონალდ ტრამპმა აშშ-ის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.
„მინდა მადლობა გადავუხადო გენერალ ჩარლზ ბრაუნს 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის სამსახურში ყოფნისთვის, მათ შორის გაერთიანებული შტატების ხელმძღვანელის თანამდებობაზე გაწეული სამსახურისთვის“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელის თანამდებობაზე აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტი, დენ კეინი წარადგინა.
გაერთიანებული შტატების ხელმძღვანელის თანამდებობაზე დენ კეინის კანდიდატურა აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.