Tesla-ს „შორტსელერებმა“ ოთხ დღეში $5.5 მილიარდი იზარალეს

„შორტსელერები“ ის ინვესტორები არიან, რომლებიც ფსონს კომპანიის აქციების ფასის გაუფასურებაზე ჩამოდიან. ინვესტორთა ზარალი ამერიკული ავტომწარმოებლის მხრიდან ხელმისაწვდომი ავტომობილების წარმოების დაანონსებას მოჰყვა.
24 აპრილს გაკეთებული განცხადების შემდეგ, Tesla-ს აქციების ფასი დაახლოებით 40%-ით გაიზარდა. მხოლოდ ორშაბათს 16%-იანი მატება დაფიქსირდა. ეს კი სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ჩინეთში Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
გავრცელებული მონაცემებით, მხოლოდ ორშაბათს „შორტსელერებმა“ Tesla-ს აქციების ფასების ზრდით $2.93 მილიარდი იზარალეს.