ჩინეთმა აშშ-სა და ევროკავშირის მანქანებზე შესაძლოა 25%-იანი გადასახადი დააწესოს – Bloomberg

სავაჭრო დაძაბულობის ესკალაციის ფონზე, ჩინეთი მზადაა დააწესოს 25%-მდე გადასახადები ევროკავშირისა და -ის ავტომწარმოებლების იმპორტირებულ მანქანებზე
ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
სააგენტო წერს, რომ ჩინეთმა გამოაცხადა, რომ მზად არის დააწესოს 25%-იანი გადასახადი იმპორტირებულ დიდძრავიან მანქანებზე, რადგან იზრდება სავაჭრო დაძაბულობა შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან.
ჩინეთის სავაჭრო პალატამ ევროკავშირში განაცხადა, რომ ინფორმირებული იყო პოტენციური ნაბიჯის შესახებ. ახალი გადასახადის დაწესება გავლენას მოახდენს ევროპულ და ამერიკულ ავტომწარმოებლებზე და მნიშვნელოვანი ეფექტი ექნება ევროკავშირთან ურთიერთობებზე.
ევროპული ავტომწარმოებლების აქციები უკვე დაზარალდნენ პოტენციური ტარიფის დაწესების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით. Bloomberg წერს, რომ ოთხშაბათს დაეცა Mercedes-Benz Group AG-ისა და BMW AG-ის აქციები 2%-ზე მეტით.

ასევე დაგაინტერესებთ