არქივი3 სექტემბერი, 2024, 01:25
TASS: რუსეთის კურსკის ოლქიდან მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება

გასული 24 საათის განმავლობაში კურსკის ოლქიდან 248 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას TASS ავრცელებს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
„გასული დღე-ღამის განმავლობაში, კურსკის რეგიონის ხუთ რაიონში მოსახლეობის ევაკუაციის ღონისძიებები გატარდა. დღის განმავლობაში 248 ადამიანი, დამოუკიდებლად, თუ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით, სასაზღვრო ტერიტორიებიდან უსაფრთხო ზონებში გაემგზავრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, უკრაინა რუსეთის კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციას 6 აგვისტოს შემდეგ აწარმოებს.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.